-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 2 სტუდენტი დაიღუპა და 9 დაიჭრა, ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება

აშშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი სტუდენტი დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა.
CNN-ის ინფორმაციით, სროლა უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა. სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის თქმით, თავდამსხმელი შავებში ჩაცმული მამაკაცი იყო, რომელიც ფეხით გაიქცა.
გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და პროვიდენსის პოლიცია საზოგადოებას ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.
თავდასხმის ადგილის მახლობლად, ადგილობრივი, სახელმწიფო და ფედერალური სააგენტოების 400-ზე მეტი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი იმყოფება. პრეზიდენტ ს განცხადებით, სროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.