აშშ-ში ბატარეების წარმოების სექტორის მხარდასაჭერად 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყო

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 შტატში 25 პროექტი შეირჩა, რათა გაიზარდოს მოწინავე ბატარეებისა და ბატარეის მასალების წარმოება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შერჩეული პროექტები 12 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
პროექტების ფარგლებში შეიქმნება ახალი ადგილობრივი ობიექტები ბატარეის კლასის დამმუშავებული კრიტიკული მინერალების, ბატარეის კომპონენტების, ბატარეების წარმოებისა და გადამუშავებისთვის და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჯამური ინვესტიცია იქნება 16 მილიარდი დოლარი.
საკითხის შეფასებისას -ს ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა განაცხადა, რომ ისინი ქვეყანაში წარმოების სექტორის აღორძინების პერიოდში არიან.
„ამერიკის შეერთებული შტატების მოწინავე ბატარეების წარმოების წინა პლანზე გადაყვანით, ჩვენ ვქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ვაძლიერებთ ჩვენს შიდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გლობალური ეკონომიკური ლიდერობის მეშვეობით და ამავდროულად მხარს ვუჭერთ სუფთა ენერგიის ტრანზიციას“, – თქვა გრანჰოლმმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი