აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა- დაღუპულია 10, ხოლო დაშავებული 30 ადამიანი.
როგორც CNN-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში მოხდა.
დაშავებულები ნიუ ორლეანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსის, ენ კირკპატრიკის თქმით, თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა.
მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა, ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო“, – თქვა მან.