-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას

აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველ გუნდს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის შედეგია ის, რომ უპრეცედენტოდ დიდი – 6 მილიარდიანი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება უახლოეს მომავალში, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, -ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, გარდაუვალია მსოფლიოში პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას.
„[მთავრობის მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების ფონზე ნანახი გვაქვს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შედეგებიც და ვხედავთ რადიკალების ქმედებებსაც], თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩადგება. ამის იმედს მაძლევს მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები – აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტება, რომელმაც მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გარდაუვალია პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, მათ შორის, უკრაინაში ომის დასრულება. თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. ჩვენს ქვეყანას აქამდე ეს რომ არ გაეკეთებინა, თუნდაც ერთი შეცდომა რომ დაეშვა, ის ნამდვილად გახდებოდა დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასარკვევი სათამაშო“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში