აშშ შიშობს, რომ რუსეთი შეეცდება მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევასაც

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს კარგად ორგანიზებული და კონკურენტული უწოდა, მიუხედავად ს სერიოზული მცდელობისა, პროცესისთვის ძირი გამოეთხარა.
22 ოქტომბერს -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სახელმწიფო მდივნის, ს განცხადება, რომ რუსეთის უპრეცედენტო მცდელობების მიუხედავად მოლდოვის ხალხისთვის წაერთმია თავისი მომავლის დამოუკიდებლად არჩევის უფლება, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ევროკავშირში მოლდოვის გაწევრების დასაჩქარებლად.
ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა მოლდოვაში ს და რეფერენდუმის ჩასაშლელად და დემოკრატიის შესარყევად, მათ შორის ამომრჩევლების მოსყიდვითა და დეზინფორმაციით.
აშშ შიშობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც 3 ნოემბერს ჩატარდება, რუსეთი ისევ შეეცდება მოლდოვის მოქალაქეებს ხელი შეუშალოს თავისი ლიდერების არჩევის სუვერენული უფლების რეალიზებაში.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ განაგრძობს მოლდოვის ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მეორე ტურის სანდოობა, გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა.
მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმები – 50%-ზე მეტი.
მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპული მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის” კანდიდატმა მაია სანდუმ 42,45% მიიღო, ხოლო პრორუსული ორიენტაციის სოციალისტების პარტიის კანდიდატმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ 25,98%. მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.
20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 50,46%-მა და უარყოფითად 49,54%-მა.
· 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
· 2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.
20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდნენ.
20 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მაია სანდუმ „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ ბრალი დასდო მოლდოვის „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“.
თავის მხრივ, სოციალისტების კანდიდატმა ალექსანდრ სტოიანოგლომ მოლდოვის მთავრობა დაადანაშაულა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაკონტროლებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – უსამშობლო ადამიანები გახარებულები იყვნენ, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო – არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს

შალვა პაპუაშვილი – ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის – ათასობით ე.წ. დამკვირვებლის ფუნქცია საარჩევნო უბნებზე პანიკის ატეხა და ისტერიის შექმნა იქნება