აშშ: შეშფოთებულები ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით

„ფორმულას“ ინფორმაციით, -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების შევიწროებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“, — განუცხადეს „ფორმულას“ სახელმწიფო დეპარტამენტში.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, დააკავეს ოპოზიციის ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი: , , ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება – ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“