აშშ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის დამატებითი მხარდაჭერის მიღებას ცდილობს

ღაზაში ბრძოლების დროებით შეწყვეტის, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და “ჰამასის” მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების წინადადების ბედი სამშაბათს გაურკვეველი დარჩა. “ჰამასს” შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ჯერ არ უპასუხია. ს ოფიციალური პირები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ზოგიერთ დეტალს, ხოლო შეერთებული შტატები, წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებასა და განხორციელებაში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მხარდაჭერის მიღებას ცდილობს.
ამერიკის რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს “ჰამასს” სრულად მიიღოს და განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „დაყოვნების გარეშე და უპირობოდ“.
პროექტში ნათქვამია: „ამ შეთანხმების სწრაფი განხორციელება, შექმნის ცეცხლის შეწყვეტის საშუალებას, უზრუნველყოფს ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის დასახლებული რაიონებიდან, მძევლების გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, ძირითადი სერვისების აღდგენას და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნებას ღაზის სექტორის ჩრდილოეთით.”
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს ორშაბათს განუცხადა, რომ “ჰამასს”, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ხუთშაბათს მიიღო, ჯერ არ უპასუხა. მისი თქმით, წინადადების ძირითადი ელემენტები “თითქმის იდენტურია “ჰამასის” მიერ რამდენიმე კვირის წინ წარმოდგენილი წინადადების ძირითადი ელემენტებისა”.
შეთანხმების ძირითადი მონახაზი მოიცავს საბრძოლო მოქმედებების ექვსკვირიან შეწყვეტას, ღაზიდან მძევლების გათავისუფლებას, 600 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანის ყოველდღიურ მიწოდებას პალესტინელებისთვის და შემდგომ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მუდმივი დასრულების უზრუნველყოფას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ორშაბათს საპარლამენტო კომიტეტს განუცხადა, რომ “განცხადებები, რომ ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტაზე ჩვენი პირობების დაკმაყოფილების გარეშე, არასწორია”.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ომი შეჩერდება მძევლების დასაბრუნებლად“ და მოჰყვება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოს ისრაელმა “ჰამასის” ლიკვიდაციის მიზანს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია