„აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“ – წყარო

MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
კანონპროექტი -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში სა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მაშ შორის უსაფრთხოების სფეროში.
კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება – მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე, შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.
“ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რუსი აგენტების გამოაშკარავება ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით”.
წყარო რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ვაშინგტონში, ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია”.
რას შეეხება შესაძლო სანქციებს, აშშ-ის სანქციები ცალკეულ ადამიანებსა და მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს უკრძალავს, აშშ-ს მოქალაქეებთან საქმის დაჭერას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის უკრძალავს ამ ადამიანებსა და მათ კომპანიებს აწარმოონ ფინანსური ოპერაციები ამერიკულ დოლარში – ყველაზე ფართო სარგებლობის ვალუტით.
წყაროს თქმით, სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია. და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს წახალისებებს, მათ შორის სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას, გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ეკონომიკურ მხარდაჭერას.
სრულად ნახეთ: radiotavisupleba.ge