აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პოლიტელიტის რეპუტაციას გააცამტვერებს — რადიო თავისუფლება

რადიო „თავისუფლების“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს ანონიმური წყარო უყვება, რომ -ს აქვს ინფორმაცია ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ს აგენტებისა და ჩინეთის გავლენის გამტარების არსებობის შესახებ. მედიაშუალება წერს, რომ ეს ინფორმაცია „საფუძველს გამოაცლის“ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი.
საუბარია კონგრესმენ ჯო უილსონის მომზადებულ კანონპროექტზე, MEGOBARI Act-ზე რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.
რადიო „თავისუფლების“ ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტს წყარო უყვება, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ იქამდე დაიწყო, სანამ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს ხელმეორედ დაანიციირებდა.
„კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება, მათ შორის, სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე, შესაძლოა, მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში […] წყარო რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც „ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია,“ — წერს რადიო თავისუფლება.
MEGOBARI Act-ზე ინფორმაცია თავდაპირველად გამოცმა POLITICO-მ გაავცელა. დოკუმენტის სახელი აბრევიატურაა (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act), რომელიც ქართულად ასე ითარგმნება — „საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით.“
კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, მათ შორის „უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურია რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და ასევე ოპერაციებს შესაბამისი წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ელემენტებით“.
„თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი თ და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი,“ – წერს POLITO.
ამასთან, POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს.
„ქართული ოცნება“ აშშ-სთან უვიზოზე წინადადებას ბუნდოვან პერსპექტივას უწოდებს. მმართველ პარტიაში კანონპროექტს, რომელიც დაპირებებთან ერთად, სანქციებსაც შეიცავს, „შეურაცხმყოფელ შანტაჟს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული და ამისთვის არა „ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები“, არამედ „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“:

ასევე დაგაინტერესებთ