უნდა ფლობდეს გრენლანდიას გლობალური უსაფრთხოებისთვის – ტრამპი

აშშ უნდა ფლობდეს გრენლანდიას გლობალური უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის მტკიცებით, გრენლანდიაზე კონტროლი არის მშვიდობის საკითხი „მთელი მსოფლიოსთვის“ და არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის.
„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია. რაც მთავარია, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს გრენლანდია. ეს არ არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გარეშე. ჩვენ არ შეგვიძლია. შეხედეთ მას, არის სამხედრო ხომალდები მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც ცურავენ გრენლანდიის გასწვრივ. ჩვენ არ ვაპირებთ ამის დაშვებას. მჯერა, დანიასა და ევროკავშირს ესმით ჩემი შეხედულება ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ და თუ ეს არ ესმით, ჩვენ უნდა ავუხსნათ ეს მათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა