უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს

აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებენ.
კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. სანქციების ქვეშ თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, მალდივებსა და ტაჯიკეთში მდებარე კომპანიები მოხვდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავის მხრივ, 100-ზე მეტი პირი დაასანქცირა სანქციებისთვის გვერდის ავლისთვისა “და რუსეთის სამომავლო ენერგეტიკული საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის”.
“შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტების გამოყენებას ანგარიშვალდებულებისთვის უკრაინაში რუსეთის დანაშაულებისთვისა და მათთვის, ვინც აფინანსებს და მხარს უჭერს რუსეთის ომის მანქანას”, – განაცხადა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო