-უკრაინის მოლაპარაკებებზე ტერიტორიებთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან დონბასის იმ ტერიტორიების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს – „აქსიოსი“

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ტერიტორიებთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან დონბასის იმ ტერიტორიების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს – „აქსიოსი“
-უკრაინის სამდღიანი მოლაპარაკებები, რომელიც მაიამიში მიმდინარეობა, შეხვედრის მონაწილეებსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის სატელეფონო საუბრით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.
ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინულ მხარეს კი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი წარმოადგენდნენ.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მშვიდობის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ორივე მხარის მოსაზრებები მოისმინეს, შემდეგ კი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მოსთხოვეს, წასულიყვნენ დათმობებზე, რომლებიც შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო.
„აქსიოსის“ ინფორმაციით, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან რუსეთი უკრაინისგან დონბასის იმ ტერიტორიების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს. თუმცა, გამოცემის ცნობით, ამ საკითხის გადასალახად ამერიკა ახალი იდეების შემუშავებას ცდილობს.
რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შეთანხმებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, თუმცა ორი ქვეყნის დელეგაციები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„ძირითადი გამოწვევები ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებული გადაწყვეტილებები იყოს რეალისტური, სამართლიანი და მდგრადი“, – ციტირებს „აქსიოსი“ აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას სიტყვებს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი უკმაყოფილოა გარდაბანი-სადახლოს სატრანზიტო ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს – რომან გოცირიძე აზერბაიჯანულ მედიაში საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის სავარაუდო მიზეზს ასახელებს