უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, “რამშტაინის” შეხვედრის პარალელურად, აცხადებს, რომ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
პაკეტში შემავალი შეიარაღება უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა და მასში შევა: საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემებისთვისა და არტილერიისთვის, ჯავშანმანქანები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
კერძოდ, პენტაგონის სამხედრო დახმარება ითვალისწინებს: RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტებს; რაკეტებს Stinger-ებისთვის; საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის; 155 მმ და 150 მმ საარტილერიო ჭურვებს; Javelin და AT-4 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს; Bradley, MRAP და M113 ჯავშანმანქანებს; საპატრულო ნავებსა და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში