ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას $225 მლნ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ორი დღის წინ განვაცხადე უკრაინის საჰაერო თავდაცვითი აღჭურვილობის ისტორიული შემოწირულობის შესახებ. დღეს სიამაყით ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტის შესახებ. ეს იქნება მერვე პაკეტი მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენება მიმდინარე ზაფხულს შეძლოს.