უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან 15 მილიარდ დოლარს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ და მსოფლიო ბანკმა.
„ეს იქნება თანხები უკრაინაში PEACE პროექტის ფარგლებში და „დიდი შვიდეულის“ ინიციატივაში -ის 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრიბუციის ნაწილი, რომელსაც სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯებისთვის გამოვიყენებთ“, – აღნიშნა შმიგალმა.
შეგახსენებთ, უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით. ამასთან, იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს.
კიდევ 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებით.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო