უკრაინას რუსეთის ენერგოობიექტებზე სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებს

მედიასააგენტო Reuters-ისათვის ოფიციალური პირების მიერ მიწოდებული ცნობების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორ მანძილზე მდებარე ენერგოობიექტებზე, რომლებიც უკრაინის არმიისთვის სამიზნეს წარმოადგენს, სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებს. აღნიშნულის პარალელურად, შტატებში უკრაინისათვის ისეთი რაკეტების გადაცემასაც განიხილავენ, რომლებიც ამ სამიზნეებს მისწვდება.
უკრაინისათვის მსგავსი მხარდაჭერის გაწევას ნატოს მოკავშირეებისგანაც ითხოვს. შ
WSJ-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებსა და ელექტროსადგურებზე იერიში უფრო გამარტივდება.
ცნობისთვის, აშშ-ში განიხილავენ უკრაინისათვის საკრუიზო რაკეტის, Tomahawk-ების გადაცემის შესაძლებლობას, რომლის მოქმედების მანძილიც 2,500 კილომეტრამდეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები