აშშ უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ ს თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს.
თავდაცვის პაკეტები HIMARS, NASAMS და მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, ასევე, საჰაერო თავდაცვისთვის RIM-7-ის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებსა და 120 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებს მოიცავს.
პენტაგონის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა დამცველებმა ს აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები მიიღონ აშშ 50-მდე პარტნიორთან და მოკავშირესთან მუშაობას გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ