აშშ-ს $9 მლრდ-იანი შეთავაზების შემდეგ „როსატომი“ ერევანს საკუთარ გამოცდილებას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ერევნისთვის აშშ-ს შეთავაზების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთში ატომური ენერგეტიკის სფეროში უმაღლესი კომპეტენციები აქვს და მომსახურების ღირებულება დაბალია.
9 თებერვალს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ერევანთან შეთანხმებები სამოქალაქო ატომური ენერგეტიკის სფეროში შესაძლებლობას მისცემს ამერიკულ კომპანიებს სომხეთს მიაწოდონ პროდუქცია და მომსახურება დაახლოებით $9 მილიარდის მოცულობით. ვენსის თქმით, შეთანხმებები მოიცავს მცირე მოდულური რეაქტორების მიწოდებას და ამერიკულ კომპანიებს შორის სამომავლო გარიგებების საფუძველს. „პირველადი ამერიკული ექსპორტი შეადგენს $5 მილიარდს, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტები საწვავის მიწოდებასა და მომსახურებაზე – $4 მილიარდს“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა კი დაამატა, რომ სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ მზად არის მოკლე დროში დაიწყოს პროექტი სომხეთში, სომხეთის სურვილების გათვალისწინებით.
6 თებერვალს „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩევმა ერევანში შეხვედრა გამართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმოიანთან, სადაც განიხილეს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება და ახალი ბლოკების მშენებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)