აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა აპირებს, ისრაელის დახმარება, უკრაინის გარეშე მიიღოს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირას სთვის $17.6 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას კენჭს უყრის. ამის შესახებ -ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელებს შაბათს, 3 თებერვალს, აცნობა. მან ასევე აშშ-ს სენატი ისრაელის დახმარებისთვის უკრაინის საკითხის მიერთების მცდელობისთვის გააკრიტიკა.
რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა. თუმცა, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხები ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. მას შემდეგ, უკრაინისადმი დახმარების საკითხი ჩიხში რჩება, ხოლო ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო.
აშშ-ს სენატს სურს, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარება, ასევე ამერიკა-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად დაფინანსება, ერთიანად მიიღოს. თუმცა, მაიკ ჯონსონის თქმით, სენატის კანონპროექტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერა არ ექნება, ვინაიდან იგი საკმარისი არ არის აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.
თეთრი სახლის თქმით, პრეზიდენტი ს ადმინისტრაცია ისრაელის დახმარებისთვის ცალკეულ კანონპროექტს არ ემხრობა. მანამდე, ნოემბრის თვეში, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა მ განაცხადა, რომ მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტს ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს.
დღეს, 4 თებერვალს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ კანონპროექტს თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერიც გამოეხმაურა და რესპუბლიკელი კონგრესმენების ქმედებას “ცინიკური პოლიტიკური მანევრი” უწოდა.
“თვეების განმავლობაში ( რედ. ბაიდენის) ადმინისტრაცია სენატორების ორპარტიულ ჯგუფებთან ეროვნულ უსაფრთხოებაში შეთანხმებაზე მუშაობდა, რათა ჩვენი საზღვარი დავიცვათ და ისრაელის, უკრაინის ხალხს დახმარება მივაწოდოთ”. – ამბობს ჟან-პიერი.
მისი თქმით, “ისრაელის უსაფრთხოების საკითხი წმინდა უნდა იყოს, და არა – პოლიტიკური თამაში”. იგი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს სენატის მიბაძვისკენ და ორპარტიული თანხმობისთვის გზის გამონახვისკენ მოუწოდებს.