აშშ-ს ყოფილ ელჩს ბოლივიაში აშშ-ს წინააღმდეგ კუბისთვის ჯაშუშობა ედება ბრალად

აშშ-ს ყოფილ ელჩს ბოლივიაში ვიქტორ მანუელ როშას კუბისთვის ჯაშუშობაში ბრალს სდებენ. როშა -ს ელჩის თანამდებობას ბოლივიაში 2000-2002 წლებში იკავებდა.
ბრალდების მიხედვით, ვიქტორ მანუელ როშა აშშ-ს მცდარ ინფორმაციას აწვდიდა, რათა შეენარჩუნებინა მისი საიდუმლო მისია. ასევე ის ხვდებოდა კუბის დაზვერვის წარმომადგენლებს და მათ სახელმწიფო გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს აწვდიდა.
ვიქტორ მანუელ როშა ახლა 73 წლისაა და მაიამიში საკუთარ სახლში დააკავეს.
“ეს საქმე ფარდას ხდის ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან და მაღალი იერარქიის დანაშაულს ჩადენილს უცხოეთის აგენტის მიერ” – თქვა საქმის პროკურორმა მერიკ გარლანდმა.