აშშ-ს ღაზაში ჰამასთან, „ყველაფერი ან არაფრის“ პრინციპით სურს მოლაპარაკება. ნეთანიაჰუ წითელ ჯვარს მიმართავს

აშშ-ი გამოდის წინადადებით, ს მოლაპარაკება ჰამასთან (-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული) გადავიდეს ფორმატში: „ყველაფერი ან არაფერი“ – დასრულდეს ომი და ღაზის სექტორიდან 50-ვე მძევლის ერთდროულად დაბრუნება მოხდეს.
ამის შესახებ განაცხადა სტივ უიტკოფმა, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში. მისი თქმით, პალესტინელებთან მოლაპარაკებების მიზანი არა ომის გაფართოება, არამედ მისი დასრულებაა.
Reuters-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ესაუბრა საერთაშორისო წითელი ჯვრის რეგიონულ ხელმძღვანელს, ჟულიენ ლერისონს და სთხოვა მისი ჩართვა ღაზაში მძევლებისთვის საკვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფაში.

უიტკოფი 2 აგვისტოს თელ-ავივში ისრაელელი მძევლების ოჯახებს შეხვდა.
შეხვედრა წარიმართა დაძაბულ ვითარებაში ახლახან გამოქვეყნებული ვიდეოს ფონზე, რომელზეც მძევლები – რომ ბრასლავსკი და ევიატარ დავიდია გადაღებული. კადრებიდან გამომდინარე, ორივე მძევალი ფიზიკურად გამოფიტული და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ნათესავები ვითარებას „თანამედროვე ჰოლოკოსტს“ უწოდებენ და ისრაელის ხელისუფლებას არასწორ პოლიტიკურ გათვლებში, მოლაპარაკებების შეფერხებასა და კონკრეტული მოქმედებების არარსებობაში ადანაშაულებენ.

ჰამასმა, განაცხადა, რომ იარაღს არ დაყრის, სანამ „არსებობს [ღაზის სექტორის] ოკუპაცია” ისრაელის მიერ და არ შეიქმნება პალესტინელთა სახელმწიფო. მან დასძინა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმამ „მსოფლიო აიძულა, პალესტინის საკითხზე თვალები გაეხილა“.

Reuters-ის თანახმად, ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ეს ინფორმაცია ეკუთვნის ჯანდაცვის სამინისტრომ. ჯანდაცვის უწყების თანახმად, ომის დაწყებიდან, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, შიმშილის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა, მათ შორის 93 ბავშვია.
პალესტინის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 3 აგვიტოს, ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული სროლისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. პალესტინელი მედიკოსების თქმით, დაღუპულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ღაზის სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში დახმარების განაწილების პუნქტებში შესვლას ცდილობდნენ.
ამასობაში, გაერო იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს „ღაზის დახმარების ფონდი” ამოქმედდა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებთან ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა, მათი მონაცემებით, ისრაელელი ჯარისკაცების მსხვერპლია. ისრაელის სამხედროები აგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიებას. „ფონდი” ამტკიცებს, რომ მისი განაწილების პუნქტები ყველაზე უსაფრთხოა რეგიონში.
ისრაელი უარყოფს ბრალდებებს, რომ კლავს დახმარების სათხოვნელად მისულ პალესტინელებს. ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ ჰამასი დახმარებას იტაცებს და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ბრძოლებისა და საჰაერო დარტყმების შედეგად, პალესტინის მხარის ცნობით, სექტორში 60 ათასი ადამიანი დაიღუპა. ისრაელი ეჭვქვეშ აყენებს ამ ციფრებს და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, ჰამასის რამდენი წევრი და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ღაზაში მძევლად ჰყავთ 50-მდე პირი. მათგან არაუმეტეს 20 ადამიანია ცოცხალი.
ფორუმი