„აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ევროპა დღეს ფეხს ვერ გადადგამს, სამწუხაროა, თუმცა ასეთი რეალობაა შექმნილი“ – გიგი თევზაძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიგი თევზაძის თქმით, მცდარია იმ შეხედულების ჩამოყალიბება, რომ ევროკავშირი, თუნდაც ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, ამერიკისგან დამოუკიდებლად რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს გადაწყვეტს.
რაც შეეხება „მინერალების შეთანხმებას”, თევზაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ს „ლენდ ლიზზე“ მეტ სარგებელს მოუტანს.
„მცდარია, რომ ევროკავშირის ეკონომიკა -ს ეკონომიკაზე ბევრად ძლიერია, ყველა ეკონომიკური პარამეტრი საპირისპიროს აჩვენებს. მერცის მხრიდან სრულად უპასუხისმგებლო იყო იმის თქმა, რომ ევროპა ამერიკას ჩაეხსნება და ყველაფერს დამოუკიდებლად გადაწყვეტს. პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსებმა, მაგალითად მაკრონმა, თქვეს, რომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევასრულებთ ამერიკის მოთხოვნებს, თუ ამერიკისგან უსაფრთხოების გარანტია გვექნებაო. ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ევროპა დღეს ფეხს ვერ გადადგამს, სამწუხაროა, თუმცა ასეთი რეალობაა შექმნილი. საფრანგეთიც და დიდი ბრიტანეთიც, რომელიც ორი ყველაზე ძლიერი ძალაა, ამბობენ, რომ უკრაინაში ვერ შევლენ, თუ ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები არ ექნებათ.
მართალია, ტრამპი უხეშია, მაგრამ ამერიკის მიდგომა ევროკავშირთან მიმართებით ძალიან დელიკატურია. მაგალითად, გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ჯამში 18 მილიონი გადასცეს, 21 მილიონი კი რუსეთს გადაუხადეს თხევად გაზსა და სხვა წიაღისეულში. ამას ევროპელებს არც ვანსი ეუბნება და არც ტრამპი, რომ მათში რაღაც ევროპულმა „კუდაბზიკობამ“ არ გამოიღვიძოს. ანუ, ისინი ევროპის მისამართით ყველაზე მეტად მტკივნეულ საკითხებს არ ახმოვანებენ. აშკარაა, რომ მათთვის შეთანხმება მთავარია, ოღონდ, ის არაფრის დათმობას არა აპირებს.
ლოგიკურად რომ დავაკვირდეთ, გერმანიას 8 ბრიგადა ჰყავს, საიდანაც მხოლოდ 4 მუშაობს. რა უნდა გააკეთოს? გერმანიის პარლამენტში კი, მერკერიდან მოყოლებული ყველას ჩასჩიჩინებდნენ, დროა იარაღის წარმოება შეწყვიტოო.
დღეს რა ხელშეკრულებაზეც არის ლაპარაკი ეს იგივეა, რაც ამერიკის ფინანსთა მინისტრმა უკრაინაში ჩაიტანა, ამ ორ ხელშეკრულებებს შორის არსებითი განსხვავება არ არის.
სკოტ ბესენტმა ეს პირობები, რაზედაც ზელენსკიმ უარი თქვა და ახლა მოლაპარაკებაზე მიდის, უკვე დაწერა. არსებულ ხელშეკრულებებს შორის შეიძლება რაღაც სხვაობა ციფრების დონეზე იყოს, მაგრამ არსებითი სხვაობა არ არის. ამერიკელები უკრაინაში, რა თქმა უნდა, აქამდეც იყვნენ, მაგრამ ისინი არ ყოფილან არანაირი სახელმწიფო გარანტიებით. ეს ბევრად უკეთესი „ლენდ ლიზია“, ვიდრე ბრიტანეთმა შემოგვთავაზა მეორე მსოფლიო ომის დროს“,- აღნიშნა გიგი თევზაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.