აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტის განხილვის დაჩქარებაზე სმიტის მოთხოვნა უარყო

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ უარყო ექსპრეზიდენტ ს საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა, დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა ტრამპს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას სავარაუდოდ ჩაიდინა.
ამასთან, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება არ განუმარტავს.
შესაბამისი მოთხოვნა სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს წარადგინა.
გასულ კვირას, ამერიკელმა მოსამართლემ დროებით, ვიდრე დონალდ ტრამპი იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკითხს ასაჩივრებს, შეაჩერა ფედერალური საქმე, რომლის ფარგლებშიც -ს ექსპრეზიდენტს 2020 წლის არჩევნების შედეგების უკანონოდ გაუქმების მცდელობას ედავებიან.
აშშ-ს საოლქო მოსამართლემ ტანია ჩუტკანმა თქვა, რომ ტრამპის მიმდინარე მიმართვა დროებით აჩერებს ყველა აქტივობას, რომელიც საქმეს 2024 წლის მარტში დაგეგმილ სასამართლო პროცესზე გადაიყვანს.
მოსამართლე ტანია ჩუტკანის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გასამართლებას თავიდან არიდების გარანტიას არ წარმოადგენდა.
კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებული ბრალდება ერთ-ერთია იმ 4 სასამართლო საქმიდან, რომელიც ტრამპის წინააღმდეგაა აღძრული.