აშშ-ს ტარიფების ფონზე რუსეთმა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი გაზარდა

Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რომ რუსული ნავთობკომპანიები ურალის ტიპის ნავთობის მიწოდებას ინდოეთის ნაცვლად ჩინეთში ამისამართებენ მას შემდეგ, რაც -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-დელის რუსული ნავთობის ყიდვის გამო ახალი ტარიფები დაუწესა.
Bloomberg აღნიშნავს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ჩინური ნავთობგადამამუშავებლებისთვის ურალის ტიპის ნავთობის ბარელები ახლა ფასდაკლებითაა შეთავაზებული – ფასმა თითო ბარელზე 1 დოლარით დაიწია. მიწოდება ს დასავლეთ პორტებიდან ოქტომბერშია დაგეგმილი.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ჩინურ მხარეს ფასდაკლებით შეთავაზებებს კრემლთან დაკავშირებული კომპანიები სთავაზობენ, მათ შორის ლუკოილის მთავარი სავაჭრო განყოფილება – Litasco.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს ს ბრძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.
tabula.ge