-ს სურს, 2027 წლისთვის ნატოს თავდაცვა უმეტესად ევროპამ იტვირთოს — Reuters

შეერთებულ შტატებს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპამ საკუთარ თავზე აიღოს ნატოს კონვენციური თავდაცვის შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი — დაზვერვიდან დაწყებული რაკეტებით დამთავრებული.
„როიტერსის“ ცნობით, ეს გზავნილი, რომელზეც დისკუსიის დეტალების მცოდნე ხუთი წყარო (მათ შორის -ის ოფიციალური პირი) საუბრობს, გაჟღერდა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პენტაგონის ნატოს პოლიტიკის ზედამხედველები და რამდენიმე ევროპული დელეგაცია ესწრებოდნენ. ეს მოკლე ვადა ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა არარეალისტურად მიიჩნია.
„ტვირთის აშშ-დან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელ წევრებზე გადატანა რადიკალურად შეცვლის იმას, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები — ომის შემდგომი ალიანსის დამფუძნებელი წევრი — თავის უმნიშვნელოვანეს სამხედრო პარტნიორებთან. შეხვედრაზე პენტაგონის წარმომადგენლებმა მიანიშნეს, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი იმ პროგრესით, რომელსაც ევროპამ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მიაღწია 2022 წელს ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, — წერს „როიტერსი“.
გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თავიანთ კოლეგებს უთხრეს, რომ თუ ევროპა 2027 წლის ვადას არ დაიცავს, აშშ-მა შესაძლოა, შეწყვიტოს მონაწილეობა ნატოს თავდაცვის კოორდინაციის ზოგიერთ მექანიზმში.
კონვენციური თავდაცვის შესაძლებლობები მოიცავს არაბირთვულ აქტივებს — ჯარებიდან დაწყებული შეიარაღებით დამთავრებული. ოფიციალურ პირებს არ აუხსნიათ, როგორ გაზომავს აშშ ევროპის პროგრესს ტვირთის ძირითადი ნაწილის საკუთარ თავზე აღების პროცესში.
ასევე გაურკვეველია, წარმოადგენდა თუ არა 2027 წლის ვადა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, თუ მხოლოდ პენტაგონის ზოგიერთი მაღალჩინოსნის შეხედულებას. ვაშინგტონში არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა სამხედრო როლი უნდა შეასრულოს აშშ-მა ევროპაში.
„რამდენიმე ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ 2027 წლის ვადა არარეალისტურია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეაფასებს ვაშინგტონი პროგრესს, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ-ის გარკვეული შესაძლებლობების ჩასანაცვლებლად ევროპას ფულსა და პოლიტიკურ ნებაზე მეტი სჭირდება. სხვა გამოწვევებთან ერთად, ნატოს მოკავშირეები აწყდებიან შეფერხებებს იმ სამხედრო ტექნიკის წარმოებაში, რომლის შეძენასაც ცდილობენ. მართალია, აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ ევროპას, შეიძინონ მეტი ამერიკული წარმოების ტექნიკა, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ამერიკული იარაღისა და თავდაცვის სისტემების მიწოდებას, დღეს შეკვეთის შემთხვევაშიც კი, წლები დასჭირდება. აშშ ასევე უზრუნველყოფს ისეთ უნიკალურ სადაზვერვო და სამეთვალყურეო შესაძლებლობებს, რომელთა უბრალოდ ყიდვა შეუძლებელია“, — წერს „როიტერსი“.
ცნობისთვის, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის თანახმადაც, „დასრულდა ის დრო, როცა შეერთებულ შტატებს, ატლასის მსგავსად, მთელი მსოფლიო წესრიგი ზურგით ეჭირა“.
სტრატეგიაში ნათქვამია, რომ გააგრძელებს რა პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას, რომელიც მოკავშირეებს საკუთარ რეგიონებზე მთავარი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს, შეერთებული შტატები ჩამოაყალიბებს ტვირთის გადანაწილების ქსელს, სადაც აშშ ორგანიზატორისა და მხარდამჭერის როლს შეასრულებს. შეერთებული შტატები მზად იქნება დაეხმაროს — სავარაუდოდ, კომერციულ საკითხებში უფრო ხელსაყრელი პირობებით, ტექნოლოგიების გაზიარებითა და თავდაცვითი შესყიდვებით — იმ ქვეყნებს, რომლებიც ნებაყოფლობით აიღებენ მეტ პასუხისმგებლობას თავიანთ სამეზობლოში უსაფრთხოებაზე და თავიანთ საექსპორტო კონტროლს ამერიკულს შეუსაბამებენ.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, სავსებით სავარაუდოა, რომ უახლოეს ათწლეულებში ნატოს ზოგიერთი წევრის მოსახლეობის უმრავლესობა არაევროპული გახდეს. აქედან გამომდინარე, ღია კითხვად რჩება, შეხედავენ თუ არა ისინი თავიანთ ადგილს მსოფლიოში, ან ალიანსს შეერთებულ შტატებთან ისევე, როგორც ისინი, ვინც ნატოს წესდებას მოაწერა ხელი“, — ნათქვამია სტრატეგიაში.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, აშშ-ის ზოგადი პოლიტიკა ევროპის მიმართ პრიორიტეტს უნდა ანიჭებდეს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენას და იმ აღქმის დასრულებას, თითქოს ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია.