-ს სურს დაარწმუნოს თურქეთი, შეუერთდეს რუსეთისა და „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციებს

ფინანსური დაზვერვისა და კონტრტერორიზმის საკითხებში აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბრაიან ნელსონი ეწვევა ანკარას, რათა დაარწმუნოს თურქეთი მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთისა და პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ადრე აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიებში შეიყვანა ის თურქული კომპანიები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას უწევდნენ პალესტინურ ჯგუფს და ასევე ეხმარებოდნენ რუსულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლაში.

თურქეთი ჯერჯერობით მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, გარდა გაეროს მიერ დაწესებული სანქციებისა. ანკარა არ აღიარებს „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად.

ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ჯიჰადისტებს პალესტინელი ხალხის განთავისუფლებისთვის მებრძოლები უწოდა. ამიტომ გაუგებარია, რა შედეგი მოჰყვება ნელსონის მოლაპარაკებებს თურქეთის მთავრობასთან, აღნიშნავს სააგენტო.

ამავდროულად, ანკარა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს და ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას F-16 გამანადგურებლების შეძენის საკითხში. თურქეთმა ასევე გადადგა გარკვეული ნაბიჯები დასავლეთის შეშფოთების შესამსუბუქებლად და წლის დასაწყისში აკრძალა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი საქონლის ტრანზიტი რუსეთში, თუმცა ეს გადაწყვეტილება საჯაროდ არ გამოცხადებულა, ნათქვამია Bloomberg-ის ცნობაში.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან