-ს სენატორები უკრაინის სესხის დაბლოკვის გამო უნგრეთის წინააღმდეგ სანქციებს გეგმავენ

აშშ-ს პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანიაშშ-ს სენატორების წყვილმა, დემოკრატმა ჟან შაჰინმა და რესპუბლიკელმა თომ ტილისმა წარადგინეს კანონპროექტი, სახელად “BLOCK PUTIN Act”, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხის დაკბლოკვაში ჩართული უნგრეთის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
გამოცემის მიხედვით, თუ კანონპროექტი დამტკიცდა, “BLOCK PUTIN Act” -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებს, უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქვეყნის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვებთან და ცდილობდნენ უკრაინის სესხის დაბლოკვას, დაუწესოს ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები.
დემოკრატი შაჰინი და რესპუბლიკელი ტილისი, სენატის ნატოს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. ორივე სენატორი მკვეთრად აკრიტიკებს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე.
ცნობისთვის, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.
ამასთან ერთად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინას გაზმომარაგებას უწყვეტს მანამ, სანამ “დრუჟბას” ნავთობსადენის მუშაობას არ აღადგენს.
“დრუჟბას” მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.
უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.