აშშ-ს სახელმწიფო ვალმა ისტორიაში პირველად $34 ტრლ-ს მიაღწია

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ქვეყნის ისტორიაში პირველად $34 ტრლ-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
2023 წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, რომელიც $31,4 ტრლ-ს შეადგენს. ამის შემდეგ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დეფოლტის რისკთან დაკავშირებით გაავრცელა გაფრთხილებები.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და დემოკრატებმა მოუწოდეს კონგრესს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაზარდონ სახელმწიფო ვალის დადგენილი ზღვარი, თუმცა, რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ, ამ ნაბიჯის გადადგმას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების გარეშე არ აპირებდნენ. კომპრომისი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის 29 მაისს შედგა. შეთანხმების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო ვალი 2025 წლის 2 იანვრიდან უნდა გაიზარდოს. ამ თარიღამდე კი ვალის ზედა ზღვარის მოქმედება შეჩერდა.