აშშ-ს სანქციებმა რუსული ენერგეტიკული პროექტი შეაჩერა – Bloomberg

ციმბირში თხევადი ბუნებრივი აირის ახალ საწარმოზე დაწესებულმა -ს სანქციებმა ს საექსპორტო გეგმები ჩაშალა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
სააგენტო წერს, რომ აშშ-ს ძალისხმევა, შემცირდეს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები, შედეგს იღებს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის სანქციებმა ციმბირში თხევადი ბუნებრივი აირის ახალ ქარხანაზე ჩაშალა რუსეთის გეგმები მიმდინარე თვეში ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებით
ქარხნის ოპერატორი Новатек-ი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მყიდველი იპოვოს მას შემდეგ, რაც ნოემბერში საწარმოებზე აშშ-მ სანქციები დააწესა.
საწარმოს უცხოელმა პარტნიორებმა, მათ შორის ფრანგულმა TotalEnergies-მა და ჩინურმა ნავთობკომპანიებმა ფორსმაჟორული გარემოების შესახებ გამოაცხადეს, რადგან არ სურთ, რომ მათ გეგმებს სანქციების გამო პრობლემები შეექმნას.
ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ პროექტი, რომელმაც საწვავის წარმოება დეკემბერში დაიწყო, სავარაუდოდ, პირველი პარტიისთვის მყიდველს იპოვის. მაგრამ ის, სავარაუდოდ, იბრძვის მდგრადი ბიზნესის გენერირებისთვის ან დაგეგმილი შესაძლებლობებით ფუნქციონირებისთვის.