აშშ-ს სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში ბალისტიკური რაკეტა და დრონი ჩამოაგდო

28 დეკემბერს ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და რაკეტა ჩამოაგდო. -ს ცნობით, რაკეტა და დრონი იემენიდან ჰუსიტების მიერ იყო გასროლილი.
“USS Mason-ის ტიპის ხომალდმა სამხრეთ წითელ ზღვაში ჩამოაგდო ერთი დრონი და ერთი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ჰუსიტების მიერ იყო გასროლილი” – წერია აშშ-ს სამხედრო სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ს სამხედრო სარდლობის ცნობით, თავდასხმის არეალში არცერთი გემი არ დაზიანებულა. მათი თქმით, ეს ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის 22-ე მცდელობა იყო.
ჰუსიტებმა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გაახშირეს თავდასხმები წითელ ზღვაში გადამზიდ ხომალდებზე. ჰუსიტებს ირანი მფარველობს და ისინი სამხედრო და ფინანსურს დახმარებას სწორედ ირანისგან იღებენ.