-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი ისრაელში, ეილათის პორტში შევიდა

აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი ისრაელში, ეილათის პორტში შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემაYnet-ის ცნობით, გამანადგურებლის ჩასვლა -სა და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი.

გასულ კვირაში, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს.

ამასთან, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი გასულ კვირაში ისრაელში ჩავიდა. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ მოკავშირეს შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუაშვილი: სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც