აშშ-ს საელჩო “ქართული ოცნების” მორიგ კონსპირაციას ეხმაურება

“რატომ აყენებს “ქართული ოცნება” ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო”, – ასე გამოეხმაურა -ის საელჩო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” განცხადებებს და კონსპირაციებს, რომლის მიხედვითაც პარალელური ხმის დათვლის [PVT] “გაყალბებული” შედეგებით აშშ საქართველოში რევოლუციის მოწყობას ცდილობდა.
“ოცნების” წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ 2020 წლის არჩევნებში “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) პარალელური ხმის დათვლის [PVT] შედეგები გააყალბა, რისი მიზანიც “სახელმწიფო გადატრიალება” იყო. “სამართლიან არჩევნებს” USAID აფინანსებდა.
როგორც ამერიკის საელჩოს პოსტშია აღნიშნული, ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. ჩასწორების შემდეგ კი ცვლილება მხოლოდ 1.8 პროცენტს შეადგენდა.
2020 წლის არჩევნებზე ISFED-ის პარალელური დათვლით, “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ – 47.6%. სხვაობა 1.8% იყო.
ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო ს ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ს ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვა.
ამერიკის საელჩო “ქართული ოცნების” განცხადებებს უკვე მესამედ ეხმაურება ქარდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება