აშშ-ს საელჩო საქართველოში „ყველის გზას“ მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში „ყველის გზას“ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს საელჩო ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.
„ამერიკას სურს, რომ მსოფლიომ აღმოაჩინოს ყველის მწარმოებლები საქართველოს მასშტაბით! თქვენი ონლაინ მეგზური გელოდებათ ვებგვერდზე https://cheeseroute.net/
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აგრძელებს პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან საქართველოს მეცხოველეობის სექტორის გასაძლიერებლად. მადლობა საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციასა და Land O’Lakes ამ ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის შექმნისთვის“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.