აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ, ძალადობის შესახებ ინფორმაცია დროულად იქნას გამოძიებული

საქართველოში -ს საელჩოს ცნობით, ელჩი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეხვდა (TI).
საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მათი “ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და გამჭვირვალობა საქართველოს საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად”.
საელჩო მოუწოდებს, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული.
“მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა”. – წერია განცხადებაში.