აშშ-ს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

ისრაელში -ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე დიპლომატიურ უწყებას დან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია არ შეუძლია.
„უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ გასცა განკარგულება, რომ აშშ-ის ყველა სახელმწიფო მოხელე და მათი ოჯახის წევრები საკუთარ სახლებში და მათ მახლობლად მომდევნო მითითებამდე დარჩნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებისა და ისრაელის ზურგის სარდლობის გათვალისწინებით, აშშ-ის საელჩო ისრაელში სამშაბათს, 17 ივნისს დაკეტილი იქნება. ეს ეხება იერუსალიმსა და თელ-ავივში არსებულ საკონსულო განყოფილებებსაც. პასპორტების და საზღვარგარეთ ბავშვის დაბადების საკონსულო მოწმობების გაცემა (სასწრაფო ან ჩვეულებრივი წესით) არ იწარმოება. მოცემული დროისთვის აშშ-ის საელჩოს ისრაელიდან ამერიკელების ევაკუაცია არ შეუძლია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს