აშშ-ს ნიუ-იორკში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ორგანიზება არ მოუთხოვია – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ნიუ-იორკში, შეერთებულ შტატებს ს საგარეო საქმეთა მინისტრისა და -ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ორგანიზება არ მოუთხოვია.
რიაბკოვის თქმით, რუსეთს შეერთებული შტატებისგან აღნიშნულ საკითხზე სიგნალი არ მიუღია.
„არ მგონია, რომ ეს საკითხი აქტუალურია. ჩვენ მოცემულ სიტუაციაში რაიმე სიგნალი არ მიგვიღია. როგორც ჩანს, ამ რეალობაში დიდი ხნით ვიქნებით ყოველგვარი ცვლილების გარეშე“, – განაცხადა რიაბკოვმა და უპასუხა კითხვას, მოითხოვა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ლავროვთან შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი