აშშ-ს მოსამართლემ ფოსტის შენობაში იარაღის ტარებაზე აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო

აშშ-ში ფლორიდის ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ 12 იანვარს არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც მოქალაქეებს ფოსტაში იარაღის ფლობას უკრძალავდა. აღნიშნული დადგენილება ემყარება 2022 წელს -ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იარაღთან დაკავშირებული უფლებები მნიშვნელოვნად გააფართოვა.
ყოფილი პრეზიდენტის ს მიერ დანიშნული მოსამართლის კათრინ კიმბალ მიზელის თქმით, 2022 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღიარა, რომ ინდივიდებს თავდაცვის მიზნით მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის საჯაროდ ტარების უფლება აქვთ.
შესაბამისად, მოსამართლემ ბრალდებული ემანუელ აიალას ბრალდება უარყო, რომლის მიხედვითაც მას ფედერალურ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ედებოდა ბრალად. მოსამართლემ აიალას პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდება დაუტოვა, თუმცა, განაცხადა, რომ ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული ბრალდება აშშ-ს კონსტიტუციის მეორე შესწორებას ეწინააღმდეგებოდა.
“საფოსტო განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღის ქონის სრული აკრძალვა შეუსაბამოა ცეცხლსასროლი იარაღის რეგულაციის ამერიკულ ტრადიციასთან”. – წერს მოსამართლე მიზელი.
მოსამართლის თქმით, საფოსტო განყოფილებები ამერიკის დაარსებიდანვე არსებობდა და ფედერალური კანონით ფოსტაში იარაღის ტარება 1972 წლამდე არ იკრძალებოდა.