აშშ-ს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა აბრაამ ლინკოლნი დაასახელეს

აშშ-ს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა აბრაამ ლინკოლნი დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას forbes-ი აქვეყნებს.
Forbes-ის მიერ გამოკითხული 45 მილიარდერიდან დასმულ შეკითხვას მხოლოდ 35-მა რესპონდენტმა უპასუხა. მათგან მხოლოდ ერთმა ანონიმურმა პირმა უწოდა დონალდ ტრამპს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი, ხოლო ორმა სხვამ ტრამპის პოლიტიკა პოზიტიურად შეაფასა, თუმცა საუკეთესოდ სხვა დაასახელა.
„მას ჯერ თავისი ვადა არ დაუსრულებია, ამიტომაც „საუკეთესოს ჯერ ვერ ვუწოდებ“, – დაწერა უძრავი ქონების მილიარდერმა დეველოპერმა იგორ ოლენიკოფმა გამოკითხვის საპასუხოდ.
გამოკითხულებიდან 12-მა მილიარდერმა -ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნი დაასახელა.
ათმა რესპონდენტმა აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად რონალდ რეიგანი დაასახელა, რაც გასაკვირი არაა, რადგან რეიგანი მდიდრებისთვის გადასახადის შემცირების მომხრე იყო.
ამერიკული Forbes-ის მიერ გამოკითხულმა მილიარდერების ნაწილმა საუკეთესო პრეზიდენტთა შორის ჯორჯ ვაშინგტონი (3 ხმა), ბილ კლინტონი (2 ხმა) და ბარაკ ობამა (2 ხმა) დაასახელეს. თითო-თითო ხმა მიიღეს: დუაიტ ეიზენჰაუერმა, ჯორჯ ბუშმა, ფრანკლინ რუზველტმა, ჯონ კენედიმ და დონალდ ტრამპმა.