აშშ-ს თუ ომი სურს, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე – აშშ-ში ჩინეთის საელჩო

აშშ-ს თუ ომი სურს, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე – -ში ჩინეთის საელჩო
თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიბისი“ წერს, რომ ჩინეთის საელჩომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პეკინმა პრეზიდენტ ს სავაჭრო ტარიფებს საპასუხო ზომით უპასუხა.
„თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – წერს ჩინეთის საელჩო.
მანამდე ჩინეთში განაცხადეს, რომ 2025 წელს გეგმავენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას 7.2%-ით, 1.78 ტრილიონ იუანამდე, რაც დაახლოებით 231 მილიარდი ევროა.
ცნობისთვის, 2024 წელს ჩინეთმა სამხედრო ხარჯები ასევე 7,2%-ით გაზარდა.
აშშ-ის შემდეგ ჩინეთს მსოფლიოში თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს.
1tv.ge