აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ტიბორ კოზმასთან ერთად თვაურების, ოძისისა და გორაკას მიმდებარედ ე.წ. გამყოფი ზოლი დაათვალიერა.
“ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
-ს საელჩო საქართველოში, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ