აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც გაემიჯნებოდა და დაგმობდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე – ირაკლი კობახიძე

აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც გაემიჯნებოდა და დაგმობდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე –
,,ამ დღეების განმავლობაში არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებულ შიდა პოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაკრიტიკებაზე და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია, მათ შორის -ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც გაემიჯნებოდა და დაგმობდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი, ეუთო ოდირი და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოში ხელისუფლების დამხობას უჭერენ მხარს.
,,მეტიც, ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადებების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია, დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება” – ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე