აშშ-ს დროშის დაწვა და პროჰამასური შეძახილები – როგორ ჩაიარა აქციამ ნეთანიაჰუს გამოსვლისას

აშშ-ს კონგრესში ს პრემიერმინისტრის, ს სიტყვით გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის შენობის მიმდებარედ ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა -ში ნეთანიაჰუს ვიზიტი დაგმეს და პალესტინის “გათავისუფლების” შეძახილებით გამოდიოდნენ. აქციაზე ასევე ისმოდა პროჰამასური შეძახილებიც.
ამასთანავე, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ხსნიან მომიტინგეები ამერიკის დროშებს და როგორ აღმართავენ მათ ნაცვლად პალესტინის დროშებს. მოგვიანებით მათ აშშ-ს დროშები და ნეთანიაჰუს კარიკატურული ფიგურა დაწვეს.
Hamas Supporters outside of Union Station in Washington, D.C. tried to Chase and Attack a Man who attempted to Save the American Flag they were in the process of Burning. pic.twitter.com/Dsk7UI8CGd— OSINTdefender (@sentdefender) July 24, 2024
ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ აქციის მონაწილე ქრისტეფორე კოლუმბის სახელობის შადრევანზე “ჰამასი მოდის” წერს, რასაც თან ახლავს დანარჩენი დემონსტრანტების შეძახილი: “ალ-კასიმ [ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთა], სიამაყე გვაგრძნობინე, კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკალი”.
The Christopher Columbus Memorial Fountain and Bell near Union Station have been covered in Pro-Hamas and Anti-Israeli Graffiti, while Hamas Supporters chant, “Make us Proud. Take another Soldier down.” pic.twitter.com/Txnt9lW8Jt— OSINTdefender (@sentdefender) July 24, 2024
საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 9 პირი დააკავა, მათ შორის ოთხი – პოლიციელზე თავდასხმის საბაბით.