-ს და ევროპას სურთ, ჩვენი დედაქალაქი იყოს თბილისში” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დეპუტატებთან აფხაზეთის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე საუბრისას, განმარტავს, თუ რატომაა სასარგებლო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები.
“დასავლეთს, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების სახით, აფხაზეთის მსოფლიო ნაწილად დანახვა არ სურს. მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმიურად მუშაობენ ამაზე. ეს მათ იმიტომ უნდათ, რომ აჩვენონ მსოფლიოს, რომ რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარება რომ არაფერს ნიშნავს. ასევე, იმისთვის, რომ დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ ისინი ფლობენ მათი პრობლემების გადაჭრის გასაღებს. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთი არ განვითარდეს”.
როგორც ბჟანია ამბობს, სწორედ ამიტომ არიან რუსეთთან ერთად და მასთან აწყობენ ურთიერთობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)