აშშ-ს ბრაზილიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს, ვიბრძოლებ და ყველგან ვეცდები გადასახადების თავიდან აცილებას – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ტარიფებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო -ის პრეზიდენტი ს გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ბრაზილიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს.
ამის შესახებ ლუის ინასიო ლულა და სილვამ ესპირიტუ სანტოში ღონისძიების დროს განაცხადა. საუბარია ტრამპის გადაწყვეტილებაზე პირველი აგვისტოდან ბრაზილიისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ.
ლულამ ხაზი გაუსვა ბრაზილიის მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, მაგრამ გააფრთხილა აშშ საპასუხო ქმედებებზე, თუ ტარიფები დაწესდება.
„პრეზიდენტ ტრამპის სრული პატივისცემის მიუხედავად, მსურს, ვთქვა: „თქვენ არასწორად ხართ ინფორმირებული“. შეერთებულ შტატებს ბრაზილიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს. მე ვიბრძოლებ და ყველგან ვეცდები გადასახადების თავიდან აცილებას. მე ვიბრძოლებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მე ვისაუბრებ ჩემს „ბრიქსის“ პარტნიორებთან“, – თქვა ლულამ.