აშშ-ს არ სურს გაეროში უკრაინის მხარდაჭერის რეზოლუციის თანაინიციატორობა – Reuters-ის წყაროები

დიპლომატიურმა წყაროებმა Reuters-ის სააგენტოს აცნობეს, რომ -ს არ სურს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანაინიაციატორობა, რომელიც ომის მესამე წლისთავს ეძღვნება და გმობს ს აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
Reuters-ის თანახმად, ეს ნაბიჯი ასახავს მზარდ განხეთქილებას უკრაინის პრეზიდენტის, სა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის, რომელსაც სურს ომის სწრაფად დასრულება და რომლის გუნდმა გამართა მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინის გარეშე.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც გაეცნო სააგენტო Reuters-ი, გმობს რუსეთის აგრესიას და ადასტურებს „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობის“ მიმართ ერთგულებას.
ს აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ და ასევე მიიღო დიპლომატიური მხარდაჭერა.
„წინა წლებში აშშ თანმიმდევრულად იყო მსგავს რეზოლუციების თანაინიციატორი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მხარდასაჭერად“, – თქვა 20 თებერვალს ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც სხვების მსგავსად არ სურს ვინაობის გამხელა.
პირველმა დიპლომატიურმა წყარომ სააგენტოს აცნობა, რომ რეზოლუციის თანაავტორი 50-ზე მეტი ქვეყანაა, მაგრამ უარი თქვა მათ დასახელებაზე.
აშშ იყო გაეროს თითქმის ყველა რეზოლუციის მხარდამჭერი, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი კონფლიქტის განმავლობაში უმაგრებდა ზურგს. ჯერ არ არის ნათელი, როდის ამოიწურება რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის ვადა და შეიძლება ვაშინგტონმა პოზიცია შეიცვალოს.
მეორე დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ასევე ანონიმურობის პირობით ესაუბრა სააგენტოს, თქვა: „ამჟამად სიტუაცია ისეთია, რომ ისინი (აშშ) ხელს არ მოაწერენ მას“. ამჟამად მიმდინარეობს მცდელობები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სამხრეთის სახელმწიფოებიდან, მხარდაჭერის მოსაპოვებლად, დასძინა წყარომ. გაეროში ამგვარ რეზოლუციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ის შეიძლება კვლავ გაგრძელდეს აშშ-ს გარეშე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიპოვოს ბევრი მომხრე გენერალურ ასამბლეაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა