-ს არმადა ირანის მიმართულებით მიდის…“ – რა თქვა დავოსიდან დაბრუნებისას დონალდ ტრამპმა?

და­ვოს­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, Air Force One-ის ბორტზე სა­უბ­რი­სას ტრამპმა ირან­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

“იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი გემი მი­დის, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის. მე არ მსურს, რა­ი­მე მოხ­დეს, მაგ­რამ მათ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით… ჩვენ გვაქვს არ­მა­და, რო­მე­ლიც იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არც კი დაგ­ვჭირ­დეს”, – გა­ნა­ცხა­და – ს პრე­ზი­დენ­ტმა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ავი­ა­მზი­დი USS Abraham Lincoln და მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი ამ დღე­ებ­ში ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში უნდა ჩა­ვი­დეს. რე­გი­ონ­ში ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი იგ­ზავ­ნე­ბა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, აშშ-ისა და ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ბა­ზე­ბის გარ­შე­მო გან­თავ­სდე­ბა. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ტა­რის თხოვ­ნით დო­ჰა­ში 12-ე ეს­კად­რი­ლი­ის RAF Eurofighter Typhoon-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებს გაგ­ზავ­ნის.

ორი კვი­რის წინ, მი­უ­ხე­და­ვად ირან­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რომ “დახ­მა­რე­ბა გზა­ში იყო“ დო­ნალდ ტრამპმა უარი თქვა ირან­ზე სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმა­ზე, ამის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზია, რომ­ლებ­მაც აშშ – პრე­ზი­დენტს მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ისე­თი ვა­რი­ან­ტი ვერ წა­რუდ­გი­ნეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვა თე­ი­რან­ში რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა­ში გა­დამ­წყვეტ როლს შე­ას­რუ­ლებ­და. ტრამპს თავ­დას­ხმის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­მაც მო­უ­წო­დეს.

გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა საბ­ჭო ჟე­ნე­ვა­ში იკ­რი­ბე­ბა, რათა იმ პრო­ტეს­ტე­ბის ჩახ­შო­ბა გა­ნი­ხი­ლოს, რო­მე­ლიც 28 დე­კემ­ბერს, მას შემ­დეგ და­ი­წყო რაც, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის რი­ა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ვარ­დნის სა­პა­სუ­ხოდ მო­ვაჭ­რე­ე­ბი თე­ი­რა­ნის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ. პრო­ტეს­ტი სწრა­ფად გავ­რცელ­და და მო­თხოვ­ნე­ბი გა­ფარ­თოვ­და, მათ შო­რის გა­ის­მა მთავ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბის მო­წო­დე­ბე­ბიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი 1979 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ და სის­ხლი­ან არე­უ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რომ­ლის შე­დე­გად აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა Human Rights Activists News Agency-მ (HRANA) მო­ნა­ცე­მე­ბით, 5 002 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 43 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, HRANA-ს ცნო­ბით, პრო­ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სულ მცი­რე, 26 541 ადა­მი­ა­ნი არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…