აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა CNBC-ს განუცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აპირებს უფრო აქტიურად შეიძინოს წილები ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების კომპანიებში.
ამგვარად, აღნიშნა მინისტრმა, აშშ-ს სურს გააძლიეროს კონტროლი სტრატეგიულ სექტორებზე, რათა წინ აღუდგეს ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკას და მის მიერ შემოღებულ ექსპორტზე შეზღუდვებს.
ბესენტმა განაცხადა, რომ, კერძოდ, ჩინეთის მიერ იშვიათი ლითონების ექსპორტზე დაწესებული ახალი, მნიშვნელოვანი შეზღუდვები ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა გახდეს თვითკმარი წარმოებაში ან ამ მიზნით დაეყრდნოს საიმედო მოკავშირეებს. იშვიათი ლითონების მოპოვების გარდა, მან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდუსტრიებად დაასახელა გემთმშენებლობა, ნახევარგამტარების წარმოება, ფოლადის წარმოება და ფარმაცევტული წარმოება.
