აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით – ირაკლი კობახიძე
აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მზად არის, განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილებასთან.
„ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას. შევხედავთ, ვინ გადაძალავს – არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთი გავლენით სარგებლობდა, სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებით, მაშინ შეიძლება, არც არაფერი შეიცვალოს. თუ გაიმარჯვებს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირისპირებაში, მაშინ გვექნება სიახლე. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში არაფორმალურ მმართველობას სძლევს ამერიკელი ხალხის სუბიექტური ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს




