-სთან შეთანხმების ფარგლებში, ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა.
პატიმრების შეწყალება ლუკაშენკოსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში მოხდა. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
გათავისუფლებულ პირებს შორისაა ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
„ბელსატის“ ცნობით, გათავისუფლებულია ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკიც.
ლუკაშენკოს მიერ პატიმრების გათავისუფლებას წინ უძღოდა აშშ-ს მიერ ბელარუსისთვის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, ბელარუსის რესპუბლიკის კალიუმის ინდუსტრიის წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უკანონო სანქციების მოხსნასთან და ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ სხვა უკანონო სანქციების მოხსნის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შეიწყალოს სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე, რომლებიც ბელარუსის კანონმდებლობით სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ჯაშუშობისთვის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის იყვნენ მსჯავრდებულნი“, – აცხადებენ ლუკაშენკოს პრესსამსახურში.
ცნობილი ბელარუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Viasna-ს თანახმად, 2023 წლის აპრილის ბოლოსთვის ბელარუსში 1495 პოლიტპატიმარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?