აშშ-სთან თანამშრომლობამ კიდევ ერთი ტერიტორიის ოკუპირებისგან გვიხსნა – ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან – Netgazeti • გიორგი ბადრიძე • საქართველო-აშშ • Netgazeti.ge

“ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი წრთვნები საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმს წარმოადგენდა. თუ ამ მხარდაჭერას გამოვრიცხავთ, რუსეთს არაფერი გააჩერებს იმისგან, რომ ძალისმიერი მეთოდებით ბოლო მოუღოს საქართველოს დამოუკიდებლობას,” ამბობს გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, რომელსაც “ნეტგაზეთი” საქართველოსა და -ის სტრატეგიულ ურთიერთობაზე ესაუბრა.
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მხარს უჭერს საქართველოს და მის დემოკრატიულ განვითარებას. მოგვიყევით, აშშ-ს როლსა და მხარდაჭერაზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.
ჩვენი 30 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში მას სამართლიანად ვუწოდებდით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, რადგან ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელი გაუწოდა ღრმა კრიზისში მყოფ საქართველოს და მის საზოგადოებას. ეს ყველაფერი დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებით, როცა ქვეყანაში ხალხი გადარჩენისთვის იბრძოდა, გამეფებული იყო შიმშილი, უშუქობა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ჩვენი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.
შემდეგ, 90-ანი წლების შუა პერიოდისთვის, შეერთებული შტატები იყო ისეთი საერთაშორისო პროექტების ინიციატორი, როგორიცაა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტები. ამ პროექტებმა საქართველო დააბრუნა გეოპოლიტიკურ რუკაზე. ხოლო, 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ეს თანამშრომლობა უკვე შეეხო უსაფრთხოების სფეროს.
შეიძლება ზოგმა არ იცის, მაგრამ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობამ საქართველო გადაარჩინა კიდევ ერთი ტერიტორიის ოკუპირებას, როდესაც ჩეჩნეთის მეორე ომის წარმოებისას რუსეთმა სცადა შეექმნა საბაბი პანკისისა და კახეთის ნაწილის ოკუპაციისთვის. ამუშავებული იყო პროპაგანდა, რომ თითქოს პანკისი წარმოადგენდა ტერორისტების ბაზას. პანკისი წლების განმავლობაში მართლაც იყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლს მიღმა, რაც პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ ის არ იყო ტერორისტების თავშესაფარი.
ფაქტია, რომ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ჩვენი სპეციალური ქვედანაყოფები, შესაძლებელი გახდა პანკისში საქართველოს ხელისუფლების კონტროლის აღდგენა და ამით რუსეთს წაერთვა კიდევ ერთი ტერიტორიის დაკავების “საბაბი”.
ორიათასიანი წლებიდან ჩვენს ქვეყნებს შორის თანამრღომლობა სტრატეგიულ დონეზე ავიდა. ჩვენს რეგიონში პირველად აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია. ურთიერთობები ძალიან სერიოზულად დაახლოვდა და გამყარდა. ეს არ იყო შტატების ცალმხრივი დახმარება, ამაში წვლილი უკვე საქართველოსაც შეჰქონდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდნენ, სადაც გმირულად გამოიჩინეს თავი და ამასთანავე, ძალიან სერიოზული საბრძოლო გამოცდილება შეიძინეს და ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ.
ეს ურთიერთობები შესაბამისი დოკუმენტების გაფორმდა კიდეც, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, როცა ბუშის ადმინისტრაცია უკვე მიდიოდა. ეს ურთიერთობები ნაკლებად პერსონალური გახდა ობამას დროს.
საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ამ ურთიერთობის ხასიათი შეიცვალა. თავიდანვე არ გაფუჭებულა, პირიქით. ბევრს ავიწყდება, რომ 2012 წლის საპარლამენტო ს შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის გარანტი შეერთებული შტატები გახდა. როგორც ჩანს, ამ ურთიერთობებს ბოლო მოუღო ს არჩევანმა დასავლური კურსიდან გადახვევის შესახებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ბევრად უფრო ნათლად გამოჩნდა.
რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას: 2008 წელს შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო ძალიან მტკიცე. თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში შტატები სამხედრო დახმარებას ვერ გაუწევდა საქართველოს, მაგრამ მისი აქტიური მხარდაჭერის გარეშე აგვისტოს ომს ბევრად უფრო მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა ამ ომის გაჩერებაში და შემდეგ წლებში, როდესაც რუსეთმა სცადა ს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების კამპანია ეწარმოებინა მსოფლიოში, შტატებმა ჩვენს დიპლომატიას ფასდაუდებელი დახმარება გაუწია მსოფლიოს ყველა რეგიონში. ცხადია, ეს ქართული დიპლომატიის გამარჯვება იყო, მაგრამ ის შეუძლებელი იქნებოდა მათი დახმარების გარეშე. აშშ დღემდე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.
არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუწყონ და დღეს ჩვენი ხელისუფლება სწორედ მათ ემიჯნება, მათთანაა დაპირისპირებული და ეძებს კავშირებს ისეთ ქვეყნებთან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა ან აქტიურად მხარს არ უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ასეთი, პირველ რიგში, ა, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მთავარი პრობლემა და ოკუპირებული ტერიტორიების ქონის მიზეზი. და მეორე მხრივ ჩინეთი, რომელსაც დღემდე არცერთხელ დაუჭერია მხარი გაეროს რეზოლუციისთვის, რომელიც ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას ეხება.
ბოლო პერიოდში სახელისუფლებო პროპაგანდა აქტიურად აწარმოებს აზრს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ. თქვენი აზრით, რა მოტივი ამოძრავებს ქართულ ოცნებას, რომელიც რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების დღიდან ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს?
მიზეზი ძალიან მარტივია: შეერთებული შტატები პარტნიორებად ამჯობინებს დემოკრატიულ ქვეყნებს. საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის საფუძველში იდო ეს პრინციპი, რომ მას ერჩივნა საქართველო ყოფილიყო დემოკრატიული, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა, როგორც ჩანს, დემოკრატიასთან არის შეუთავსებადი. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა მან მნიშვნელოვნად დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმად მას მიაჩნია აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პირდაპირი კონტროლი, ასევე საარჩევნო სისტემის, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.
ასევე ეს კანონი არის მცდელობა, რომ გააკონტროლოს და პრაქტიკულად გაანადგუროს დარჩენილი დემოკრატიული სივრცე საქართველოში, ესაა დამოუკიდებელი მედია საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ის ცდილობს თავიდან მოიშოროს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც აკვირდებიან, აკონტროლებენ და აკრიტიკებენ ხელისუფლების ქმედებებს, საზოგადოებას აგებინებენ კორუფციისა და ცუდი მმართველობის შესახებ. როგორც ტიპური ავტორიტარული რეჟიმი, ის ცდილობს კრიტიკოსები გააჩუმოს ან თავიდან მოიშოროს.
შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს, მაგრამ ამისი ინიციატორი თვითონ ივანიშვილი და მისი მთავრობა იყო.
ახლახან აშშ-მ გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. ამის მიზეზია აშშ-სა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებები მეორე ფრონტის შესახებ. როგორ უნდა წავიკითხოთ ეს გზავნილი? რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
სამხედრო წვრთნები ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შემადგენელი მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ ასევე ყოველწლიურად ვიღებთ მრავალმილიონიან დახმარებებს, როგორც შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპელი მოკავშირეებისგან. ეს მჭიდრო თანამშრომლობა ეფუძნებოდა საქართველოს განცხადებულ ამბიციას, რომ გახდეს უფრო დემოკრატიული და ინტეგრირებული ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
როცა საქართველოს ხელისუფლება ამის საპირისპირო საქმეებს აკეთებს, შეერთებულ შტატებს ომის გლობალურ პარტიას უწოდებს და ბრალს დებს ჩვენს ომში ჩართვის მცდელობაში, ბუნებრივია, იგივე ტიპის თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება. ეს არ არის შეერთებული შტატების არჩევანი, ესაა რეაქცია ბრალდებებზე.
ეს პროპაგანდისტული ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა. შტატები და ევროკავშირი ხელისუფლებისგან მოითხოვს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართვას ეხება და საპასუხოდ იღებს ბრალდებებს, რომ აი, საქართველოს ომში ჩართვა გინდათ. ეს სრული აბსურდია.
ომით დაშინება ქართული ოცნებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. არადა, საუბარია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე მშვიდობიან გაერთიანებაზე. ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, მათი დაარსების დღიდან არ ჰქონიათ კონფლიქტი ერთმანეთში და მათ თავს არავინ დასხმია, თუ შეერთებულ შტატებს არ ჩავთვლით, რომელსაც 2001 წელს ალ-ქაიდას ტერორისტები თავს დაესხნენ.
ევროკავშირი და ნატო არის უსაფრთხოების მთავარი ფორპოსტი მთელ მსოფლიოში. ევროკავშირში გაწევრიანების არჩევანი ქართველმა ხალხმაც სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ამ გამოცდილების ნაწილი ვიყოთ, ნაწილი იმ გაერთიანების, რომელსაც ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების გამოცდილება აქვს. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გაერთიანება ჩვენს ომში ჩართვას ცდილობს, არის ძალიან სამარცხვინო ტყუილი. ნატოს და ევროკავშირის ჩვენთან ურთიერთობის მიზანი ყოველთვის ამის საპირისპირო იყო.
უკვე ვიცით, რომ სავიზო სანქციები ამოქმედდა. სიტუაციიდან გამომდინარე, ამას შესაძლოა, სხვა ზომებიც მოყვეს. რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენოს ამერიკამ საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში?
ბევრს კარგად არ ესმის, მის რეგიონში გზა რომ გაიყვანეს, წყალი რომ გაიყვანეს, ან სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური პროექტები რომ განხორციელდა, თითქმის ყველა მათგანი დასავლური ფინანსური დახმარების შედეგი არის. ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას იღებს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი დახმარების სახით. ეს ყველაფერი ვერ შენარჩუნდება, თუ ქართულმა ოცნებამ ეს მტრული რიტორიკა გააგრძელა და თუ ხელისუფლება შეინარჩუნა სხვადასხვა მექანიზმებით.
ერთი მხრივ, ამ დახმარებას დავკარგავთ და მეორე მხრივ, დავკარგავთ ყველაზე წარმატებული ერების გაერთიანებაში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას.
წვრთნები და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენდა. მისი გაუქმება რუსეთისთვის აიოლებს საქართველოს მიმართ სხვადასხვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მშვიდობა, რომელიც დღეს თითქოს არსებობს, მიღწეულია ქართული ოცნების მიერ რუსეთის მიმართ კარგი საქციელით, არის ძალიან დიდი სიბრიყვე.
ამის ერთი მექანიზმი ისაა, რომ რუსეთი ში ომითაა დაკავებული და მეორე მექანიზმია საქართველოს მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან. თუ ამ მხარდაჭერას გამოვრიცხავთ, რუსეთს არაფერი გააჩერებს იმისათვის, რომ ძალისმიერი მეთოდებით ბოლო მოუღოს საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ერთადერთი ხანგრძლივი გარანტია არის ჩვენი გაწევრება ნატოსა და ევროკავშირში. ამის გარეშე, საქართველო პირისპირ, მარტო რჩება რუსეთთან და ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ ვიქნებით.
აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, MEGOBARI Act-ს თუ მთავრობა უარს იტყვის რუსულ კანონზე. თუმცა, ხელისუფლებამ ამას ბუნდოვანი პერსპექტივა უწოდა. რა სიკეთის მოტანა შეუძლია ამ აქტს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად?
ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა ძალაუფლების არადემოკრატიული გზით შენარჩუნების სასარგებლოდ. ის საქართველოს ართმევს ევროპულ პერსპექტივისას იმისათვის, რომ ძალაუფლება, პრივილეგიები და ქონება შეინარჩუნოს ივანიშვილთან დაკავშირებულმა ქსელმა, რომელიც კორუფციული გზებით დააგროვეს. ისინი ვითომ პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა ბიზნესმენია.
ამის საპირისპიროდ, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა და შეერთებულმა შტატებმა ამ აქტით კონკრეტულად ჩამოაყალიბა თუ რა სიკეთეებს მივიღებდით. ბუნებრივია, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი რომ ივანიშვილი თავის არჩევანს შეცვლის და ნორმალურ ურთიერთობებს დაუბრუნდება. შესაბამისად, ეს აქტი უნდა გავიგოთ, როგორც ერთგვარი დაპირება პროდასავლური დემოკრატიული ძალებისთვის საქართველოში და ჩვენი საზოგადოებისთვის.
თუ საქართველო დაადასტურებს თავის დემოკრატიულ, დასავლურ არჩევანს, აშშ გაათმაგებს ჩვენი მხარდაჭერასა და დახმარებას. ეს შეეხება როგორც ეკონომიკურ, ისე უსაფრთხოების სფეროს. ეს ნიშნავს ბევრად უფრო ღრმა ეკონომიკურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების ბევრად უფრო სერიოზულ გარანტიებს და უვიზო მიმოსვლას შეერთებულ შტატებთან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.
სტატია მომზადებულია „Sida”-ს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ